воскресенье, 2 июня 2019 г.

პროექტის გეგმა

                     სსიპ ქალაქ ოზურგეთის #5 საჯარო სკოლა
                                      სასწავლო პროექტი
                                         2018-19 სასწ.წელი


პროექტის ავტორი
ლილი მენაბდე
საგანი
ქიმია
პროექტის დასახელება
„გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“
სამიზნე ჯგუფი
IX – X –XI კლასები
მოსწავლეთა რაოდენობა
15 მოსწავლე  
სსსმ მოსწავლე არ არის
პროექტის განხორციელების დრო
 სამი თვე   (ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი )
პროექტის შინაარსი
      პროექტის იდეა გაჩნდა, როცა მე-10 კლასში ატომის აღნაგობის შესწავლისას გამოჩენილი პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი მარია სკლადოვსკა- კიურის სახელი ვახსენე. იქვე განვიხილე რენტგენის სხივები, რომელიც ასევე ცნობილმა მეცნიერმა ვ.კ. რენტგენმა აღმოაჩინა.  ამავე გაკვეთილზე გაჟღერდა დიდი ინგლისელი ფიზიკოსის ერნსტ რეზერფორდის სახელი, რომელმაც ატომის პლანეტარული მოდელი შექმნა და რომელიც ასევე ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატია.
 აქვე დაისვა კითხვები ნობელის პრემიის წარმომავლობის შესახებ, და რადგან გაკვეთილის დრო ამ საკითხის  ამომწურავი ინფორმაციის საშუალებას არ მაძლევდა შეიქმნა იდეა პროექტის პირველი თემისა „ნობელის პრემია და მისი ლაურეატები“, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება ჩემი კონსულტაციით და საკუთარი ინიციატივით მოეძიებიათ მათთვის საინტერესო ინფორმაციები.
სასწავლო მიზნები
  • საბუნებისმეტყველო  მეცნიერებების სწავლამ საჭიროა მოსწავლეს გაუჩინოს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ
  • გააცნობიეროს მეცნიერების როლი და ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის პროგრესისათვის
  • განუვითაროს სხვათა აზრის დაფასების და გაზიარების უნარი
მოსალოდნელი  შედეგები
  • მოსწავლეებში გაიზრდება ინტერესი გარემომცველი სამყაროს შემსწავლელ მეცნიერთა და მეცნიერებების მიმართ
  • განუვითარდებათ  ცხოვრებისეული პროგრესისთვის ბრძოლისა და შრომის უნარი
  • გაუძლიერდებათ   სიახლის ძებნის უნარი
  • განუვითარდებათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უნარი
პროექტის მიმდინარეობის აღწერა
  1. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებსპროექტის მიზანს, გეგმას, მოსალოდნელ შედეგებს
  2. განსაზღვრავს შესასრულებელ სამუშაოს
  3. განსაზღვრავს შესასრულებელი სამუშაოს ვადებს
  4. მზადება  პრეზენტაციისთვის
დაგეგმილი სამუშაოები
  • საორგანიზაციო შეხვედრა
  • დასამუშავებელი თემების განაწილება მოსწავლეთა ინტერესის მიხედვით
  • მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების  (ფოტომასალის, სტენდის,კედლის გაზეთის, კომპიუტერული პრეზენტაციის, ბროშურების, მოსაწვევების და ა.შ.) ნახვა და კონსულტაცია
  • ნამუშევრების პრეზენტაცია
  • პროექტის შეჯამება


პროექტის განხორციელების გრაფიკი


რიცხვი
           აქტივობა
პასუხისმგებელი
09. 10.2018.
საორგანიზაციო შეხვედრა
ლილი მენაბდე
18.10.2018
პრეზენტაცია ალფრედ ნობელის  ცხოვრების მოღვაწეობის და ანდერძის შესახებ
ლილი მენაბდე
დავით ხარატი
01.11.2018
პრეზენტაცია მარია სკლადოვსკა - კიურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ
ლილი მენაბდე
ნინო ლომჯარია
15.11. 2018
პრეზენტაცია  „წითელი ჯვრის“ დამაარსებელ ნობელის პრემიის ლაურეატ ანრი დიუნანის შესახებ
ლილი მენაბდე
ნანა თოიძე
29.11.2018
პრეზენტაცია „ემილ ფონ ბერინგი“
პირველი ლაურეატი მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში
ლილი მენაბდე
თამუნა ინწკირველი
06.12.2018
პრეზენტაცია „ ერნესტ რეზერფორდი“
ლილი მენაბდე
საბა ხოზრევანიძე
14.12.2018
პროექტის შეჯამება
ლილი მენაბდე


                                                პროექტის რეფლექსია     
       პროექტის სახელწოდება: „  გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“
პროექტის მიზანი: მოსწავლეს გააცნობიერებინოს მეცნიერების როლი და ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა კაცობრიობის პროგრესისათვის.
სამიზნე ჯგუფი : VIII –IX – X – XI კლასები
პროექტის მიმდინარეობის დრო : 3 თვე ( სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) 
არიან ადამიანები, რომლებმაც სამყაროს სახე უცვალეს. სწორედ ასეთი ადამიანების ცხოვრების , საქმიანობის და მიღწევების  გაცნობას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი.
     პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს თავისი ინტერესის მიხედვით შეერჩიათ გამოჩენილი ადამიანი (მეცნიერი, მხატვარი, სპორტსმენი, მეცენატი....) შეესწავლათ მისი მოღვაწეობა და მიღწევები  და გაეცნოთ იგი თანატოლებისათვის  სხვადასხვა ფორმით ( წერილობით, როლური თამაშებით, გამოფენით, კომპიუტერული პრეზენტაციით და სხვა) .
       პროექტის იდეა გაჩნდა, როცა მე-10 კლასში ატომის აღნაგობის შესწავლისას გამოჩენილი პოლონელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატი მარია სკლადოვსკა- კიურის სახელი ვახსენე. იქვე განვიხილე რენტგენის სხივები, რომელიც ასევე ცნობილმა მეცნიერმა ვ.კ. რენტგენმა აღმოაჩინა.  ამავე გაკვეთილზე გაჟღერდა დიდი ინგლისელი ფიზიკოსის ერნსტ რეზერფორდის სახელი, რომელმაც  ატომის პლანეტარული მოდელი შექმნა და რომელიც ასევე ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატია.
  აქვე დაისვა კითხვები ნობელის პრემიის წარმომავლობის შესახებ, და რადგან გაკვეთილის დრო ამ საკითხის  ამომწურავი ინფორმაციის  საშუალებას არ მაძლევდა შეიქმნა იდეა პროექტის პირველი თემისა „ნობელის პრემია და მისი ლაურეატები“, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ საშუალება ჩემი კონსულტაციით და საკუთარი ინიციატივით მოეძიებიათ ინფორმაცია ალფრედ ბერჰარდ ნობელზე - მის ბიოგრაფიაზე, მოღვაწეობასა და მიღწევებზე, გაეგოთ ნობელის ანდერძის შესახებ , თუ როგორ შეიქმნა ნობელის ეს პრესტიჟული პრემია, ვის, რისთვის და  როდის აჯილდოვებენ ამ ჯილდოთი.
  პირველი ნაშრომი სწორედ  ალფრედ ნობელს მიეძღვნა. საინტერესო იყო მოსწავლეთა კომპიუტერული პრეზენტაცია, გაკეთდა ნობელის ცხოვრების ამსახველი სტენდი - ფოტომასალით, წაკითხული იქნა ნობელის ანდერძი... ყოველივე ამან მსმენელთა და მაყურებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია და იქვე ჩაუყარა საფუძველი პროექტის მეორე ეტაპს. პროექტის მიმდინარეობისას ეტაპობრივად ვაწარმოებდი პროექტის მონიტორინგს, რამდენად დროულად და ხარისხიანად სრულდებოდა პროექტით გათვალისწინებული დავალებები, რომელიც მოსწავლეთა შორის იყო განაწილებული: მაგ; ფოტომასალის მოძიება,  სტენდის გაფორმება,  კედლის გაზეთის გამოშვება, კომპიუტერული პრეზენტაციის მომზადება, ბროშურების შედგენა, შესაბამისი მოსაწვევების მომზადება და ა.შ.
    პროექტის მიზანი გაცნობოდნენ საინტერესო ადამიანთა ცხოვრებას , რომლებმაც შეცვალეს სამყარო მიღწეული იქნა. შემდეგი მეცნიერი რომლის ბიოგრაფიამ, მოღვაწეობამ და მიღწევებმა დააინტერესა მეათე კლასელები მარია სკლადოვსკა -კიური და მისი ოჯახი იყო.  ამ ოჯახმა  ხომ რეკორდული მონაცემები დაამყარა ნობელის  პრემიების მიღების დარგში: მარიას მეუღლე პიერ კიური - ( ნობელის ერთი პრემია), მარია  სკლადოვსკა-კიური  -                  ( ნობელის ორი პრემია), მათი ქალიშვილი ირენ კიური (ნობელის ერთი პრემია). სულ ოჯახმა ეს პრემია ოთხჯერ მიიღო. მიუხედავად ამდენი ჯილდოებისა რაც  ჯამში კოლოსალურ თანხას შეადგენდა , ოჯახი მაინც ხელმოკლედ ცხოვრობდა , რადგან მთელი თანხა მათ უნივერსიტეტის დაარსებასა და მეცნიერების განვითარებას დაახარჯეს.
         საინტერესოა,  რომ ბავშვების ყურადღება „წითელი ჯვრის“დამაარსებელ პიროვნებაზე -  ანრი დიუნანზე შეჩერდა, რომელმაც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1901 წელს მიიღო. მასალა საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მონტაჟითა და კომპიუტერული პრეზენტაციით.
    მოსწავლეები დააინტერესა იმ ფაქტმა ,  რომ აღნიშნული პრემია სხვადასხვა დარგში გაიცემოდა. ასე მაგალითად მათ მოიძიეს და წარმოადგინეს  ინფორმაცია ანტიდიფტერიული შრატის შემქმნელ ორ მეცნიერზე ემილ ფონ ბერინგსა და პიერ პოლ ემილ რუსზე, რომლებმაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთდროულად შექმნეს აღნიშნული ანტიდიფტერიული შრატი და ორივე გახდა ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 1901 წელს.
 არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო პრეზენტაცია, რომელიც ინგლისელ ფიზიკოსს ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატს ერნსტ რეზერფორდს მიეძღვნა.
  პროექტის დამსახურებაა, რომ მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაცია, პასუხისმგებლობა, საკუთარი თავის რწმენა და სხვათა შეფასების უნარი. ისინი დიდი ენთუზიაზმით მუშაობდნენ , რათა ერთმანეთისთვის გაეცნოთ სხვადასხვა დარგში მოღვაწე მეცნიერები და მათი მიღწევები. მათ სურვილი გამოთქვეს რომ კვლავაც გააგრძელებენ ამ პროექტზე მუშაობას, რადგან პრემიის ლაურეატთა სია გრძელი და საინტერესოა.
           პროექტის ხელმძღვანელი  -  ლილი მენაბდე

                                               2018- 2019 სასწ.წ



Комментариев нет:

Отправить комментарий