вторник, 19 мая 2015 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს გავაკეთე ჩემი ნაშრომის პრეზენტაცია და მოვისმინე მეგობრების ზეპირი კომენტარები.ასევე ვნახე მათი პრეზენტაციები.  ტრენინგის კურსი  საინტერესო და სასიამოვნო იყო რაც ტრენერის  ხათუნა რუსიეშვილის დამსახურებაა. გმადლობთ მოთმინებისათვის. იმედია აქ ნასწავლს გამოვიყენებ პრაქტიკაში.

четверг, 14 мая 2015 г.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღე

გავეცანი  მეშვიდე   მოდულს - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.
 შევიმუშავეთ შეფასების  სტრატეგიები,  ამოცანები .
  გავეცანით  როგორ  გამოვიყენოთ  ტექნოლოგიები  სასწავლო პროცესის  გასაუმჯობესებლად.
დავამთავრე პორთფოლიოზე მუშაობა . ველოდები გამოხმაურებებს.
დღემ  საინტერესოდ  ჩაიარა.

вторник, 12 мая 2015 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღევანდელ დღეს გილოცავთ მეგობრებო! წარმატებულ დღეს და ცხოვრებას გისურვებთ ყველას !უფალმა მოგვცეს იმის უნარი და შეძლება ყველას ერთნაირად დავეხმაროთ სხვადასხვა შესაძლებლობის  ბავშვებსა და მოზარდებს. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.ამიტომაცაა მნიშვნელოვანი ჩვენთვის ეს ტრენინგები.

пятница, 8 мая 2015 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დავასრულე გაზეთზე მუშაობა,  გავაუმჯობესე ბროშურის დიზაინი, ვიმუშავე შეფასების სქემებზე. გამოვაქვეყნე ნამუშევარი ჩემს ბლოგზე.

ბროშურა _ „გოგირდმჟავას წარმოება და მისი სამრეწველო მნიშვნელობა“

პროექტის ფარგლებში მომზადებული ბროშურა 

გაზეთი „ნორჩი ქიმიკოსი“

პროექტის ფარგლებში მომზადებული გაზეთი

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი _ პრეზენტაცია



четверг, 7 мая 2015 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ვიმუშავეთ ისეთ საინტერესო საკითხებზე თუ როგორ მოვიძიოთ მასალები ინტერნეტში და როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები.

четверг, 30 апреля 2015 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ვისაუბრეთ შეფასების სქემების მომზადებაზე.
მოსწავლეთაჩართულობაზე შეფასების დროს.
დავასრულე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.
ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შევსებაზე. 

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია



вторник, 28 апреля 2015 г.

მესამე დღე

დავიწყეთ სასწავლო პროექტზე მუშაობა. მოვარგეთ შესაბამისი სტანდარტები და  ინდიკატორები. გაკაკეთეთ სასწავლო პროექტის პორთფელიოს პრეზენტაცია.

четверг, 23 апреля 2015 г.

ტრენინგის მეორე დღე

ვიმეცადინე მეოთხე აქტივობაზე,რომელიც ეხება "პუბლიკაციების მომზადება პროექტებითსწავლების თემას"
საქაღალდეში ჩამოვტვირთეთ გაზეთის, ბროშურის,ბუკლეტის შაბლონები, რასაც სკოლაში გამოვიყენებთ საინტერესოდ სწავლებისათვის!

პირველი დღე


გავეცანი ინტელის სასწავლო პროგრამას - პროექტების სწავლა.შევქმენი საქაღალდე სადაც შევიტან ჩემს ნამუშევრებს. მიხარია რომ ჩვენი ტრენერი  ხათუნა რუსიეშვილია,რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემებს თავს ადვილად გავართმევ.